logo_geo
eng_logo
ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, სპორტული ფესტივალი იწყება
- +

4 ნოემბერი. 2016. 22:12



ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი.


თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით - I ადგილზე გასულ 5 მონაწილეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულ 5 მონაწილეს - 70 ლარი, III ადგილზე გასულ მონაწილეებს კი - 50 ლარი. 


5 ნოემბერს, შაბათს, 10:00 საათზე სპორტული ფესტივალი ჭადრაკის სასახლეში გაიხსნება, სადაც ტურნირი ჭადრაკში გაიმართება, 14:00 საათზე კი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე Arena 1-ზე  ჩატარდება შეჯიბრი სროლაში.


6 ნოემბერს, კვირას, 10:30 საათზე სპორტული ფესტივალი გასართობ ცენტრ „ასტრა პარკში" გაგრძელდება, სადაც გაიმართება შეჯიბრი კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთში და ბილიარდში.    


ტურნირებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციას ადგილზე გაივლიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner