logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება გამიხარდება
- +

4 ნოემბერი. 2016. 22:24




„საზოგადოებაში არის ეიფორია და სიხარული, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა. ღმერთმა ქნას, რომ ეს მართლაც ასე იყოს. ნამდვილად ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც ეს ამბავი გაუხარდება",- ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა „მარტივ მამრავლებად" რთული პროცესია.

 

„ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან გამქრალიყო, მაგრამ ეს არ არის მარტივი ორგანიზაცია ჩვენდა სამწუხაროდ, ესე ადვილი არ არის მარტივ მამრავლებად მათი დაშლა",- განაცხადა ბურჯანაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner