„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგა ის კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„ირაკლი კობახიძე ტოვებს დადებით შთაბეჭდილებას. მის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით, არანაირი საწინააღმდეგო აზრი არ მაქვს. მივესალმები ყველა კარგ და ნიჭიერ გადაწყვეტილებას. თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მე მივიღებ ამაში მონაწილეობას, ირაკლი კობახიძეს მხარს დავუჭერ",- განაცხადა პაპუაშვილმა.