logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე კანდიდატთა შესახებ აანონსებს...
- +

5 ნოემბერი. 2016. 00:02



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


„სანამ პარლამენტი გადაწყვეტს და პირველი სესია გაიმართება, სადაც უნდა დამტკიცდეს თანამდებობები, რამდენიმე დღეში მედიას ექნება ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ  კანდიდატურების შესახებ. ვერ ვაძლევთ საზოგადოებას ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით, რადგან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. მმართველი გუნდი სულ მალე ჩამოყალიბდება თუ საპარლამენტო თანამდებობებზე ვის წარადგენს. ამ თანამდებობებზე იქნებიან, როგორც ძველი ასევე ახალი სახეები, რაც მთავარია იქნებიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ სამუშაოს",- განაცხადა მდინარაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner