logo_geo
eng_logo
თეა თუთბერიძე „ნაციონალებს“: ბევრისგან განსხვავებით, ბელადომანიით არასდროს ვყოფილვარ დაავადებული
- +

5 ნოემბერი. 2016. 00:16



თეა თუთბერიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმიანება და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:


„მე ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თურმე სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს პარტიას (თავისივე შექმნილ პარტიას) და თურმე დავით ბაქრაძემ ან თუნდაც გიგამ, ან გიგიმ ან ვინმე სხვამ უნდა ჩაანაცვლოს ის. ბევრისგან განსხვავებით, ბელადომანიით არასდროს ვყოფილვარ დაავადებული და საკუთარი თავის ბელადიც თავად ვიყავი ყოველთვის (აქაც სხვებისგან განსხვავებით), მაგრამ თუ ეს ჩემთვის მეტად პატივსაცემი ადამიანები თვლიან, რომ დღეს ისინი იმდენად ძლიერი პოლიტიკოსები არიან, რომ შეუძლიათ, პარტია არათუ მიშას გარეშე მართონ, გაამარჯვებინონ კიდეც 2020 წლის არჩევნებზე, მაშინ რა უშლით ხელს იმაში, რომ შექმნან ახალი, დასავლური ღირებულებების კარგი პარტია და მოემზადონ ამ თავიანთი ძალებით 2020 წლის არჩევნებში ბიძინას დასამარცხებლად? შეეშვით ამ მიშას და მის შექმნილ პარტიას, იყოს ის ცალკე და აკეთოს ის, რასაც თვლის საჭიროდ.  თუ მიშამ შეძლო 2001 წელს, შეექმნა ახალი პარტია (არცთუ ისე დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონემ) და ეს პარტია 2003 წელს უკვე ხელისუფლების სათავეში მოვიდა, თქვენ რა გაგიხდათ და რა გიშლით ხელს, შექმნათ ერთი პარტია 2016 წელს და მოემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის? ჩემივე აშენებული სახლიდან ჩემს გაგდებას რომ ცდილობთ, ეგ სადაური წესია? ამას ვერანაირი პარტიის დემოკრატიული წესების საფარველით ვერ შენიღბავთ, არ ინიღბება და არც შეინიღბება",- წერს თუთბერიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner