„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი კარგი კანდიდატი იქნება",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხდა და აღნიშნა, რომ კობახიძეს უნდა მიეცეს საშუალება, რადგან მას აქვს გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
„ირაკლის დაუგროვდა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება. იგი წარმატებით ართმევს თავს თავის საქმიანობას. პარტიისთვის კარგი თანამშრომელი და ხელმძღვანელია. გარდა ამის არის ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტი და პროგრესულად მოაზროვენ ადამიანი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ის ერთ-ერთი კარგი კანდიდატი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარეებად არ იბადებიან. ადამიანებს ვისაც გარკვეული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ის თვისებები აქვთ, რაც ირაკლის, მე ვფიქრობ, რომ უნდა მიეცეს საშუალება. ის ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება",- განაცხადა მდინარაძემ.