logo_geo
eng_logo
თეა თუთბერიძე „ნაციონალებს“ რჩევას აძლევს...
- +

5 ნოემბერი. 2016. 01:26


 

თეა თუთბერიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან და გიგი უგულავას წერილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ჩემო მეგობრებო, იზრუნეთ და იფიქრეთ იმაზე, რაც ზემოთ უკვე დაგიწერეთ. მიშა როცა შევარდნაძეს აღარ ეთანხმებოდა, კი არ ამდგარა და პარტიის ასახევად მუშაობა კი არ დაუწყია, ადგა, წამოვიდა და შექმნა ახალი პარტია. რაც იყო სწორი როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად.  თქვენ დღეს გაქვთ საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება დაგროვილი (მიშას იმ დროს მაგდენიც არ ჰქონდა). ამდენი დეგენერატების პარტიების არსებობას ქვეყანაში, არ ჯობია, არსებობდეს თუნდაც ორი სწორი ღირებულებების ჯანსაღი პარტია? ჯობია. ხომ თვლიან ვიღაცები, რომ მიშას გამო ენმ-მ ხმები დაკარგა? ხომ თვლიან ვიღაცები, რომ ადამიანებში არსებობს შიში მიშას მიმართ და ა.შ. და თუ ეს შიშის გრძნობა მოიხსნება, ისინი მხარს დაგიჭერენ?   ახლა მეორე მხრიდან შეხედეთ: შესაძლოა, ეგრეც იყოს, მაგრამ იმაზე დაფიქრდით, რამდენჯერ მეტ ამომრჩეველს დაკარგავს მიშას ჩამოშორებით ენმ? ძალიან, ძალიან ბევრს. ამიტომ მოდით, ნურც ენმ-ის ამომრჩეველს ნუ დავკარგავთ და ის ამომრჩეველიც, რომელზე გათვლის გაკეთებასაც ფიქრობთ, მოიზიდეთ იმ პარტიაში, სადაც მიშა არ გეყოლებათ და სადაც წინასაარჩევნო დაპირებებს თქვენ გასცემთ", - წერს თეა თუთბერიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner