logo_geo
eng_logo
ჩიორა თაქთაქიშვილი: ჯაფარიძე და ვაშაძე სამარცხვინოდ მოიქცნენ!
- +

5 ნოემბერი. 2016. 01:58


 

„ანდროსგან განსხვავებით, ჯაფარიძე და ვაშაძე სამარცხვინოდ მოიქცნენ. პარტიამ უარი განაცხადა  შიდა პრობლემების აღიარებაზე და მათ გამოსწორებაზე',- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ენმ ისეთივე წარმატებულ ოპოზიციურ პარტიად ვერ იქცა, როგორიც 2003 წლამდე იყო.

 

„მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, არ შეგვიძლია, საკუთარ თავში ვეძიოთ ნაკლი და როცა გამანადგურებელი შედეგი დგება, ვეძებთ ვიღაცას, ვისაც უნდა გადავაბრალოთ ყველაფერი. მე კი მგონია, რომ უნდა გვეყოს გამბედაობა და ვილაპარაკოთ შიგნით, ჩვენს მხარდამჭერებთან და ვთქვათ, რომ წაგებინადან 4 წლის თავზე მაინც ვერ ვიქეცით ისეთივე წარმატებულ ოპოზიციურ პარტიად, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა 2003 წლამდე",- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner