შიშველმა მამაკაცმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე წმიდა გიორგის მონუმენტს ფეხით წრე სამჯერ შემოარტყა. ეს პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდებოდა უცნობია, მაგრამ პატრულმა კანონდამრღვევი ოპერატიულად დააკავა.
საღამოს 9 საათზე თავისუფლების მოედანზე, ლესელიძის ქუჩიდან მიმავალმა 20-30 წლის სრულიად შიშველმა ახალგაზრდა მამაკაცმა სწრაფი სვლით გადმოკვეთა თავისუფლების მოედანი და წმიდა გიორგის მონუმენტის ქვედა ნაწილში არსებული შადრევანზე ავიდა.
ამ მდგომარეობაში მამაკაცმა წმიდანის მემორიალს წრე ფეხით სამჯერ შემოარტყა, რის შემდეგაც პოლიციის მიერ სწრაფად იქნა დაკავებული. მამაკაცის ამდაგვარი ქცევის მოტივები უცნობია.