logo_geo
eng_logo
ჩიორა თაქთაქიშვილი: პარტიის სხვა წევრები ჩემთვის მიუღებელ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ
- +

5 ნოემბერი. 2016. 02:44


 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ენმ-ში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა-არ ყოფნაზე მსჯელობის საჯაროდ გამოტანა პარტიის ლიდერშიფის ინტერესია.

 

„გიგის წერილი ყველა სხვა წერილისგან განსხვავებით, პარტიის ხელმძღვანელობამ საკუთარ facebook გვერდზეც გაავრცელა, როგორც დასპონსორებული პოსტი, რაც იმას მიუთითებებს, რომ პარტიის ლიდერშიფის ინტერესია მიშას ყოფნა-არ ყოფნაზე მსჯელობის საჯაროდ გამოტანა. მგონია, რომ ენმ-ს შიგნით არსებული ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებების გამომზეურებას, სენსიტიურ თემებზე აქ საუბარს, ჯობია შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ფართო წრეში, ყველა ჩვენი მხარდამჭერის, აქტიური თანამებრძოლების ჩართულობით და იქ განვიხილოთ განსხვავებული და უერთიერთსაპირისპირო არგუმენტები, ყოველგვარი რიდის და თავშეკავების გარეშე, რადგან საჯაროდ და „იმედის" ეთერებიდან ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენი მტერი ხარობს.

 

სწორედ ამიტომ არ მინდოდა საჯარო დებატებში ჩართვა პარტიის სხვა წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ბოლო დროს საჯარო სივრცეში დემონსტრაციულად გამოთქვამდნენ ჩემთვის მიუღებელ მოსაზრებებს.

 

მეტიც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი პოლიტსბჭოს რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ამაზე საჯაროდ მესაუბრა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მტერი ხარობდა ან ჩვენი პარტიის ერთიანობას შეიძლებოდა რამე ზიანი მიდგომოდა",- წერს თაქთაქიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner