logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი ნიკა გვარამიას პასუხობს!
- +

5 ნოემბერი. 2016. 04:05



მწერალმა, ნაირა გელაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, ყოფილ პირველ ლედისთან, სანდრა რულოვსთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საკუთარ facebook - გვერდზე საკმაოდ ვრცელი ბლოგი გაავრცელა. რასაც „რუსთავი 2"-ის ხელმძთღვანილის, ნიკა გვარამიას გვერდზე ამ მწერლის მისამართით კრიტიკული პოსტი მოჰყვა.


- დღიდან დაარსებისა, სულ ვწერ "ნაციონალური მოძრაობის" მთელ შემზარაობაზე. ეს წერილი არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ჩემს პუბლიკაციებს კითხულობს. ამაზე უფრო მძაფრი წერილები და ინტერვიუები ადრე მაქვს გამოქვეყნებული.

 

მწერალი წერს იმას, რასაც ფიქრობს. უბრალოდ, ეს, შეიძლება ითქვას, ფსიქოთერაპიული წერილი იყო იმათთვის, ვინც უკვე ისე დაიღალა ამ ნაციონალებით, მათი უტიფრობით და დამნაშავე თავხედობით, რომ დაავადდა ხალხი. ყველა ხომ ვერ გამოთვქმს თავის აზრებს, - არც დრო აქვს, არც საშუალება, რომ ეს თავისი ემოცია სადღაც გამოთქვას და ჩემს ირგვლივ ამდენი აღშფოთებით დაღლილია ხალხი. იმიტომ, რომ სამართალი არ არის და ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ აბსოლუტურად მოურიდებლად. მე არ მინახავს ასეთი გამქრალი სირცხვილისა და მოურიდებულობის განცდა. ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინე, კაცო, ჩუმად მაინც იყავი. სამართალი არ შეეხოთ და კიდევ შეტევაზე არიან გადმოსულები. ეს იყო ფსიქოთერაპიული წერილი, რომ ამ ადამიანებს გული არ გასკდომოდათ საერთოდ. ათასობით და ათი ათაობით მადლობას ვიღებ ხოლმე ასეთი წერილების გამო.

 

რაც შეეხებათ „ნაციონალებს", მე მაგათ ადამიანებად საერთოდ არ ვთვლი. და არ მაინტერესებს მათი აზრები.


- რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რომელმაც თქვენი მისამართით თქვა: „ეს სრული იდიოტი და ფაშისტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა, ის გამკვირვებია. არადა, ძალიან კარგი მწერალია.-ო"


- გითხარით: მე ნაციონალებს ადამიანებად არ ვთვლი!!! გაიმეორეთ ეს თუ შეიძლება. ეგენი უნდა ისხდნენ ციხეში და არიან გარეთ და ანადგურებენ ჩვენს ფსიქიკასა და ნერვებს. ამიტომ, მე მათი აზრები საერთოდ არ მაინტერესებს.


„რუსთავი 2"  დამნაშავე ტელევიზიაა თავიდან ბოლომდე, - რაც არსებობს იქედან მოყოლებული, ამ ტელევიზიამ მოუტანა უზარმაზარი ზიანი საზოგადოებას. ნუთუ არ ექვემდებარება არანაირ სამართლებრივ საზომს ადამიანებისათვის ამხელა მორალური ტრამვის მიყენება?! გეკითხებით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!

 

როცა ხმას ამოიღებ და რაღაცას იტყვი, ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, ყვავ-ყორნებივით დაგესევიან ყოველი მხრიდან.

 

მე არცერთ ხელისფლებასთან ვყოფილვარ ახლოს, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ვარ შემოქმედი ადამიანი, როგორც მწერალი ჩემს მოვალეობას ვიხდი. ამით მაინც შევუმსუბუქო ჩემს ხალხს მდგომარეობა, რომელიც დღემდე მუდმივი ტრამვის ქვეშ იმყოფება. მუდმივი ვფიქოლოგიური შეტევის ობიექტია ხან ნაციონალების, ხან არანაცინალების, ხან ვისი და ხან ვისი მხრიდან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner