„ყველაზე სამარცხვინო არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი ოჯახის წევრების უბედურებას პოლიტიკურად იყენებენ", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გოგა ხაინდრავამ for-ge-ს მისცა.
„არავინ არ ფიქრობს ამ ადამიანებზე. განსაკუთრებული პოლიტიკური სიმპათია იმ ადამიანის მიმართ არ მაქვს, ვისი კადრებიც გავრცელდა, მაგრამ მის წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკური და არაადამიანური ვანდალიზმი.
ამ ადმიანის უკან ოჯახი დგას, შვილები და საზოგადოებრივი აზრი, ეს არავის არ აინტერესებს. ქართველი საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რას წარმოადგენს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში - ეს სამარცხვინო წუმპე, რომელიც ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ თავისი ანგაჟირებული ინტერესები განახორციელოს. ყველას ვგულისხმობ. „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გუნდი არ არის. ეს არის სექტა. სიბინძურის, გარყვნილების და ყველანაირი ძალადობის ჯგუფი. საკმარისია, ერთი სიტყვა თქვა და იწყება შენი წყევლა, გინება, ლანძღვა და ცილისწამება. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დაიწყო ყველა მხრიდან და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სხვათა შორის, ისინი, ვინც ყველაზე პატიოსნად ემსახურებიან საზოგადოებას, არ ჩანან, ვინაიდან თავიანთ საქმეს აკთებენ. ჩანან ისინი, რომლებიც ემსახურებიან ფულს", - განაცხადა ხაინდრავამ.