„დღიდან დაარსებისა, სულ ვწერ „ნაციონალური მოძრაობის" მთელ შემზარაობაზე. ეს წერილი არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ჩემს პუბლიკაციებს კითხულობს. ამაზე უფრო მძაფრი წერილები და ინტერვიუები ადრე მაქვს გამოქვეყნებული",- ამის შესახებ მწერალმა ნაირა გელაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მწერალი წერს იმას, რასაც ფიქრობს.
„მწერალი წერს იმას, რასაც ფიქრობს. უბრალოდ, ეს, შეიძლება ითქვას, ფსიქოთერაპიული წერილი იყო იმათთვის, ვინც უკვე ისე დაიღალა ამ ნაციონალებით, მათი უტიფრობით და დამნაშავე თავხედობით, რომ დაავადდა ხალხი. ყველა ხომ ვერ გამოთვქმს თავის აზრებს, - არც დრო აქვს, არც საშუალება, რომ ეს თავისი ემოცია სადღაც გამოთქვას და ჩემს ირგვლივ ამდენი აღშფოთებით დაღლილია ხალხი. იმიტომ, რომ სამართალი არ არის და ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ აბსოლუტურად მოურიდებლად. მე არ მინახავს ასეთი გამქრალი სირცხვილისა და მოურიდებულობის განცდა. ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინე, კაცო, ჩუმად მაინც იყავი. სამართალი არ შეეხოთ და კიდევ შეტევაზე არიან გადმოსულები. ეს იყო ფსიქოთერაპიული წერილი, რომ ამ ადამიანებს გული არ გასკდომოდათ საერთოდ. ათასობით და ათი ათაობით მადლობას ვიღებ ხოლმე ასეთი წერილების გამო.
რაც შეეხებათ "ნაციონალებს", მე მაგათ ადამიანებად საერთოდ არ ვთვლი. და არ მაინტერესებს მათი აზრები",- განაცხადა გელაშვილმა.