მსახიობი გივი ბერიკშვილი, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელშიც ბერიკაშვილს და კახი კავსაძეს ,,ხაშლამისტი ინტელიგენცია" უწოდა, ,,ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში პასუხობს.
,,ვერ გავიგე რას გვერჩის ეს კაცი, რა დავუშავეთ... არანაირი პირადი მტრობა მე ნათელაშვილთან არ მაკავშირებს. ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემს ნდობას იმსახურებს, მე მგონი სამართლიანია და ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა ვცე პატივი ადამიანს, რომელიც ქართულ თეატრს ამდენი წელია ფინანსურად ეხმარება. მე და კახი არ ვთვლით საჭიროდ ნათელაშვილისნაირ უვიც ადამიანს პასუხი გავცეთ, თუმცა მეც მაქვს მასთან კითხვა: ნათელაშვილო, შენ თეატრში ან ოპერაში საერთოდ ხარ ნამყოფი? შენი ინტელექტიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არ უნდა იყო...
კახი კი ამბობს, მისთვისვეა უკეთესი, რომ ნათელაშვილი შემთხვევით ქუჩაში არ შემოხვდეს..." - განაცხადა ბერიკაშვილმა.