logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: „რუსთავი 2“ დამნაშავე ტელევიზიაა თავიდან ბოლომდე!
- +

5 ნოემბერი. 2016. 04:25


 

მწერალი ნაირა გელაშვილი „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ტელევიზია დაარსების დღიდან საზოგადოებას ზიანს აყენებს.


„რუსთავი 2"  დამნაშავე ტელევიზიაა თავიდან ბოლომდე, - რაც არსებობს იქედან მოყოლებული, ამ ტელევიზიამ მოუტანა უზარმაზარი ზიანი საზოგადოებას. ნუთუ არ ექვემდებარება არანაირ სამართლებრივ საზომს ადამიანებისათვის ამხელა მორალური ტრამვის მიყენება?! გეკითხებით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!

 

როცა ხმას ამოიღებ და რაღაცას იტყვი, ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, ყვავ-ყორნებივით დაგესევიან ყოველი მხრიდან.

 

მე არცერთ ხელისფლებასთან ვყოფილვარ ახლოს, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ვარ შემოქმედი ადამიანი, როგორც მწერალი ჩემს მოვალეობას ვიხდი. ამით მაინც შევუმსუბუქო ჩემს ხალხს მდგომარეობა, რომელიც დღემდე მუდმივი ტრამვის ქვეშ იმყოფება. მუდმივი ვფიქოლოგიური შეტევის ობიექტია ხან ნაციონალების, ხან არანაცინალების, ხან ვისი და ხან ვისი მხრიდან",- განაცხადა გელაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner