საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ქუთაისში თავად გადასცა იმერეთის რეგიონში სხვდასხვა სფეროში მოღვაწეებს.
ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ვახტანგ მათიაშვილი - საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, გუგული უგულავა - თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ლალი გურული - ახალგაზრდობის აღზრდა-განათლევისთვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ოთარ კიკვიძე -ახალგაზრდობის აღზრდა-განათლევისთვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, გოჩა ტოფაძე - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვს, ლიანა იობიძე - ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
როგორც ჯილდოების გადაცემისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფესება, რომლებმაც შექმნეს ისტორია, დღესაც აჩენენ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისათვის და საკუთარი საქმიანობით მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. „ამ ადამიანების ღვაწლი განუზომელია იმ სივრცეში, რომელშიც მოღვაწეობენ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.