logo_geo
eng_logo
ვარძიის ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება
- +

5 ნოემბერი. 2016. 13:16



ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძრის შედეგად გაჭვარტლული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უკვე შერჩეულია მეთოდი, თუ როგორ უნდა აღდგეს ფრესკები.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მონასტრის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ სახეს დაახლოებით ერთ თვეში დაიბრუნებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკები დაზიანდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner