logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ვფიქრობთ, მომავალ წელსაც ჩვენ 800 მილიონ ლარზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება
- +

5 ნოემბერი. 2016. 13:17



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ მეტი პროექტები დააფინანსონ.




„მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების დაზუსტებაზეც. გარდა ამისა, პროგრამული ნაწილი, რომელიც საქალაქო სამსახურებსა და გამგეობების მიერ არის წარმოდგენილი, იქნება დახვეწილი, ერთიან ფორმატში მოქცეული. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი გვაქვს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გაზრდას ველოდებით, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი პროგრამები და პროექტები დავგეგმოთ. ვფიქრობთ, მომავალ წელსაც ჩვენ 800 მილიონ ლარზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner