წავკისში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი, მსახიობ სანდრო კაკულიას ძმა იყო.
„პრაიმტაიმნიუსი" სანდროს მეგობარს, მსახიობ გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა.
„გუშინ ვიყავი სანდროსთან, ჯერ არ ჰყავდათ ცხედარი გადმოსვენებული. დეტალები არ მიკითხავს, ვერც ვკითხავდი", - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
- მართალია, რომ დეიდის სახლში ჩამოიხრჩო თავი?
- ამაზე იქ არავის არაფერი უთქვამს.
- რამე პრობლემები თუ ჰქონდა სანდროს ძმას?
- წარმოდგენა არ მაქვს, აქამდე მის პრობლემებზე არაფერი მსმენია.