ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ძლიერი აფეთქების შედეგად ბარაკის ტიპის ერთი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება.
იტალიურ ეზოში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადგილობრივი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაბზარულია მიმდებარე შენობების კედლები.
შემთხვევის შედეგად ორი ავტომობილიც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.