logo_geo
eng_logo
სტამბოლის სასამართლომ „Cumhurriyet“-ის მთავარი რედაქტორისა და 8 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა
- +

5 ნოემბერი. 2016. 14:41

 


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა „Cumhurriyet"-ის მთავარი რედაქტორის მურატ საბუნჯუს და გაზეთის კიდევ 8 ხელმძღვანელის და ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი  31 ოქტომბერს დააკავეს და ტერორიზმთან შესაძლო კავშირსა და და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.



თურქეთში ასევე დააკავეს ოპოზიციური პროქურთული საპარლამენტო პარტიის ორი თანათავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში და ფიგენ იუკსეგდაგი. მათთან ერთად დაკავებული არიან პარტიის დეპუტატები, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იდრის ბალუკენი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner