logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო
- +

19 მარტი. 2016. 12:37


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს:


„მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.



წუხელ, ადგილობრივი დროით 03.30 საათზე დონის როსტოვში ავიაკატასტროფა მოხდა. ავიაკომპანია FlyDubai-ს ლაინერი Boeing 737-800 დაშვებისას საფრენ ზოლს შეეჯახა, რის შედეგადაც ფრთა მოტყდა და ცეცხლი წაეკიდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 62 ადამიანი - ეკიპაჟის 5 წევრი და 55 მგზავრი. დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, 4 ბავშვი და 3 სხვა ქვეყნის მოქალაქეა.


წინასწარი ვარაუდით, ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდი და პილოტების შეცდომაა. ერთ-ერთ მიზეზად ასევე განიხილება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟმა პირველი მცდელობისას ვერ შეძლო თვითმფრინავის დასმა, ამიტომ ორი საათი ქალაქის თავზე დაფრინავდა. დაჯდომის მეორე მცდელობისას კი თვითმფრინავი საფრენ ზოლს ფრთით შეეხო, რის შედეგადაც ლაინერი დაიმსხვრა და ხანძარი გაუჩნდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner