ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა.
დაშავებულია 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, შემდეგ კი რეანიმობილით ქუთაისში, წმინდა ნინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გარდაცვლილი ბავშვი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.