logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი პროკურატურას მადლობას უხდის
- +

5 ნოემბერი. 2016. 18:22

 

 

სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის მუშაობას დადებითად აფასებს და მადლობას უხდის მათ და სახელმწიფოს სულხან მოლაშვილის აგარაკის ოჯახის კუთვნილებაში დაბრუნების გამო.



„პროკურატურის მუშაობას დადებითად ვაფასებ და მინდა, მადლობა გადავუხადო. ეს საპატრიარქოსი და უწმინდესისა და უნეტარესის ინიციატივით დაიწყო და შემდეგ, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებდი მთავრობის გადაწყვეტილებასაც. სულხანის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ახალშექმნილმა დეპარტამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და ასეთ მოკლე დროში თუ მოხდებოდა აგარაკის გადმოცემა, ნამდვილად არ მეგონა და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. რა თქმა უნდა, სულ რომ ას აგარაკზე იყოს საუბარი, მერჩივნა, სულხანი ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ სულხან მოლაშვილის ოჯახი უყურადღებოდ არ დატოვა", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner