ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრთა პირველი ოფიციალური შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება. სხდომა 14.30 საათისთვის არის ჩანიშნული.
მანამდე კი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
„20/30"-ის ინფორმაციით, ორივე შეხვედრაში პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.