სააგენტო Reuters-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია სირნაკში ბომბი აფეთქდა, რომლისშედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული. რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ანკარამ სირნაკის მუნიციპალიტეტის ახალი გუბერნატორი დანიშნა.
მედიის ცნობით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდაჭერის ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.