„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა მარიამ ჯაშმა „ქრონიკის" პირდაპირ ეთერში დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც მის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს შეეხება. როგორც ჯაშმა განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე კონსულტაციების ფარგლებში, მისი კანდიდატურა განიხილება.
„ეს გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს ფორმატში 6 ნოემბერს იქნება მიღებული. ჩემთვის ეს უაღრესად დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ სხდომას",- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარტიის ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომას 6 ნოემბერს გამართავს.