logo_geo
eng_logo
გივი თარგამაძე „ნაციონალებს“: უკადრებელი იკადრეთ...
- +

5 ნოემბერი. 2016. 21:48



„თქვენი პოზიციით თავად გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას და რაღა თქმა უნდა, აწი ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო",- ამ სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე, პარტიის რამდენიმე ლიდერს, რომლებმაც, როგორც ბარამიძე აცხადებს,  უკადრებელი იკადრეს.


„ზოგიერთი ითხოვს, დავაკონკრეტოთ, ვის ეხება ენმ-ის დღევანდელი გაანცხადების ის აბზაცი, სადაც საუბარია პარტიის ლიდერების მიმართ წარმოებული ბინძური კამპანიის მონაწილეებთან გამიჯვნაზე. პირდაპირ გეტყვით - ვინც იცით, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობთ, ვინც უკადრებელი იკადრეთ, ვინც უზრდელობთ, ვინც გლუვთან გარიგებაზე საუბრობთ, ვისაც თავი ნამდვილ მებრძოლებზე მეტ მებრძოლებათ მოგაქვთ, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ვირტუალურად, ვინც სიბინძურეს ავრცელებთ, განცხადების ეს ნაწილი თქვენ გეხებათ. თქვენი პოზიციით თავად გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას და რაღა თქმა უნდა, აწი ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო. ხოლო ის, რომ ხშირ შემთხვევაში თქვენ საკუთარ სიბინძურეს მიხეილ სააკაშვილისადმი ერთგულებაში ფუთავთ, სურათს და დამოკიდებულებას სრულებით არ ცვლის. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პოზიცია გამოხატა. დღეიდან თქვენ ნაციონალური მოძრაობის სახელით საუბრის უფლება არ გაქვთ",- წერს თარგამაძე.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner