logo_geo
eng_logo
გია ნოდია: ის, რაც „ნაციონალებში“ ხდება, ლოგიკურია
- +

5 ნოემბერი. 2016. 23:23

 

 

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირება რომელიც აღნიშნულ პარტიაში მიმდინარეობს მოსალოდნელი იყო.


 

„ის, რაც ნაციონალებში ხდება, ლოგიკურია. წაგების შემდეგ ურთიერთგადაბრალება ხდება: რატომ წავაგეთ არჩევნები? ვისი ბრალია? თუ გაყალბება მოხდა, რატომ ვერ დავამტკიცეთ, რომ მოხდა? და ა. შ. წაგების შემდეგ ერთიანობის შენარჩუნება ყველასათვის გამოწვევაა.

 

სხვა პარტიები (თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები) წაგებამ უკვე დაშალა. „ნაციონალები" არ დაშლილან, რაც მათ სხვა პარტიებთან შედარებით უპირატესობაზე მეტყველებს, მაგრამ ამ საფთხის წინაშე დგანან.

 

ამ ურთიერთგადაბრალებაში არის ბუნებრივი ელემენტი (მართლა გინდა დაადგინო, რა შეგეშალა, რომ არ გაიმეორო), მაგრამ ისიც არის, რომ ძველი და შეკავებული წყენების გამოვლენის დრო დგება.

 

ის, რომ იყოს პარტიის ყრილობა, ახალი ხელმძღვანელობის არჩევა - სრულიად რაციონალური, ლოგიკური, მეტიც - ერთადერთი გამოსავალია. ნორმალური პარტია ასე უნდა იქცეოდეს. ამის შემდეგ მთავარია დეტალები: საშინელი კლიშეა, მაგრამ ყრილობამ „კონსტრუქციულ ვითარებაში უნდა ჩაიაროს" და facebook-ზე ბოლო დღეებში გამართულ „დისკუსიას" (ანუ ერთმანეთის გინებას) არ უნდა დაემსგავსოს",- წერს ნოდია.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner