logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ
- +

5 ნოემბერი. 2016. 23:34


 

„თუკი ჩემმა თანაგუნდელებმა რამე ვერ გაიგეს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ჭორაობით არასოდეს მიჭორავია და არც ახლა ვაპირებ. პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისგან თავს შევიკავებ",- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ხმალაძემ ასევე ისაუბრა დავით უსუფაშვილთან თანმაშრომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას, აღნიშნულ საკითხს ხმალაძე კატეგორიულად გამორიცხავს.


„რაც შეეხება თანამშრომლობას - კონსულტაციისთვის ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ. მაშინაც კი, როცა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი. არც მაშინ მითქვამს უარი და არც არასოდეს, ამიტომ გააჩნია რაზე იქნება დამოკიდებული კონსულტაცია - ერთი რამ ზუსტად ვიცი - რიგ საკითხებზე ჩემი პოზიცია იქნება შეუცვლელი, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა. ჩემს აზრს ყოველთვის ღიად ვიტყვი და შემდეგ ვისაც როგორ მოუნდება ისე ჩათვალოს. რა თქმა უნდა, უსუფაშვილთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ - იქნება ეს პარტიული თუ სხვაგვარი.

 

გამორიცხულია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიმუშაო. მე რომ მმართველი პარტიის წევრი ვიყო, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ შემთხვევაშიც არ წავიდოდი, რადგან ეს ჩემს ხასიათში არ გახლავთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა არც ჩემი  სფეროა და არც ჩემს ინტერესებში შედის. თუ ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული - კი ბატონო. რაც მიკეთებია ამ მიმართულებით, შესაძლებელია - ეს გახლავთ კანონებზე მუშაობა, ანალიტიკური და კვლევითი მუშაობა. რასაც საკანონმდებლო ორგანოში ვაკეთებდი. ამაზე ვმუშაობდი მაშინაც, როცა პარლამენტის წევრი არ ვიყავი - ეს გახლავთ ჩემი პროფესიული საქმიანობა და ამას გავაგრძელებ კიდევაც",- განაცხადა ხმალაძემ.





 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner