logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოლოგიურ პარკს ახალი ცხოველები შეემატებიან
- +

6 ნოემბერი. 2016. 00:39



7 ნოემბერს გამთენიისას, ოვერნეს ზოოპარკიდან  9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს ჩამოიყვანენ, ცხოველები ოვერნეს ზოოპარკმა საქართველოს საჩუქრად გადასცა. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.


ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.


„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართული თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან - ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია", - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.




 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner