logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ძალიან ხშირად მიფიქრია ბიძინა ივანიშვილზე...
- +

6 ნოემბერი. 2016. 00:48

 

 

„ჯერ კიდევ 2005 წელს ვფიქრობდი, რომ ერთადერთი კაცი რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს მოაშორებდა ბიძინა იყო,მაგრამ მაშინ მას პოლიტიკაში გამოჩენის სურვილი არ ქონდა",- ამის შესახებ ჯურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძნა ივანიშვილითან პირველ შეხვედრას იხსენებს.

 

„ძალიან ხშირად მიფიქრია ბიძინა ივანიშვილზე. მიფიქრია ჩემდაუნებურად, მაშინაც კი როცა საერთოდ არავინ იცნობდა და მხოლოდ ჩურჩულით ყვებოდნენ ისტორიებს, როგორ ეხმარებოდა ადამიანებს და თან აფრთხილებდა ხმამაღლა არ ეთქვათ მისი სახელი. ჯერ კიდევ 2005 წელს ვფიქრობდი, რომ ერთადერთი კაცი რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს მოაშორებდა ბიძინა იყო, მაგრამ მაშინ მას პოლიტიკაში გამოჩენის სურვილი არ ქონდა. თუმცა შინაგანად ვიცოდი, რომ ოდესმე მოვიდოდა, ასეც მოხდა! ამ კაცს აქვს ფიქრების წაკითხვის ნიჭიი. ამას ტელეპატურად გრძნობს. ნუ გაგეცინებათ, ამაში, მაშინ დავრწმუნდი როცა ახლოს ვნახე. თვალებით ვიგრძენი რომ მიხვდა მასთან მიახლოება მინდოდა და მიმიშვა. შორიდან გამიღიმა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავო, დავიბენი... ისე უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ ძლივს მივულოცე მეც. მერე მივედი, დაუბრკოლებლად, არც დაცვას შეუშლია ხელი, არც უამრავ ადამიანს და ფოტოც გადავიღეთ, გავისაუბრეთ... შინაგანად ვიგრძენი, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი იცოდა. ახლაც ვიცი, რომ ის აუცილებლად მოახდენს რეაგირებას ბევრ იმ ფაქტზე, რაზეც მე პირადად კითხვები მაქვს. ამ ადამიანში არის რაღაც უხილავი, ამოუხსნელი ფენომენი, შორიდან კითხულობს ადამიანების აზრებს! ხოდა თუ კითხულობს ჩემს ფიქრებს, იცის რომ ველოდები ცილისმწამებლების დასჯას და წესიერი ადამიანების გამოჩენას!"







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner