logo_geo
eng_logo
ჩიორა თაქთაქიშვილი: ლიდერები მიდიან და მოდიან!
- +

6 ნოემბერი. 2016. 01:12


 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გუნდში უთანხმოების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ღია დიდკუსიაა  საჭირო.


„ვფიქრობ, რომ ეს პარტია დიახაც, მხარდამჭერებისაა და არა რომელიმე ერთი ლიდერის ან ყველა ლიდერის ერთად, რადგან ლიდერები მიდიან და მოდიან.

 

მოდი, დრო მივცეთ ყველას, მათ შორის ჩვენს თავსაც, მხარდამჭერებსაც, რომ მწვავე ემოციები განელდეს და დიახ, სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ვკითხოთ ჩვენს თავს, რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო და რა არ უნდა გაგვეკეთებინა უკეთესი შედეგის მისაღწევად? რატომ დარჩათ ამ ადამიანებს შთაბეჭდილება, რომ პარტიაში ვიღაც გაიყიდა ან თბილი სავარძელი მოუნდა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება სხვა დროს არ დავტოვოთ?

 

ვფიქრობ, საჭიროა მცირე დრო ჩვენთვისაც და მხარდამჭერებისთვისაც ემოციების დასაცხრომად, საჭიროა ღია დისკუსიის დაწყება პრობლემურ კითხვებზე და არა გაბრაზებულზე პოლიტსაბჭოს მიერ ჩვენი უერთგულესი მხარდამჭერების „დაგმობა", „გაკიცხვა" და „პარტიის მტრებად" ჯგუფურად შერაცხვა იმ მიზეზის გამო, რომ მათ პარტიის ლიდერები facebook -ზე გალანძღეს",- წერს თაქთაქიშვილი.







 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner