ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან ევაკუირებულთა ავტოკოლონის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 17 დევნილთა ოჯახებიდანაა, ერთი კი პოლიციელია.
პარალელურად, ერაყელმა სამხედროებმა მოსულის აღმოსავლეთით, ისლამისტებისგან გათავისუფლებული რაიონების განაღმვა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 რაიონზე აღადგინეს კონტროლი.