logo_geo
eng_logo
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“1600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს
- +

6 ნოემბერი. 2016. 10:12




გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის პრესმდივანმა რავინა შამსადანიმ განაცხადა, რომ ერაყში, ქალაქ მოსულში „ბოევიკებმა" „ისლამური სახელმწიფოდან" 1600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს. ტყვეობაში მყოფ სამოქალაქო პირებს შორის 400 ქალია. მძევლების უმეტესობა ქურთები, იეზიდები და მუსლიმი შიიტები არიან.


უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისლამისტი „ბოევიკები" მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებენ.


გაერო-ს უმაღლესმა კომისარიატმა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ 2 ნოემბერს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" მოსულში 180 ყოფილი საჯარო მოხელე სიკვდილით დასაჯეს.


ამჟამად უწყება ამოწმებს ინფორმაციას, რომ მოსულში შესაძლოა, კიდევ 200 სამოქალაქო პირის მკვლელობა განხორციელდა.


მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner