ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, აფეთქება სტუდენტების საცხოვრებელში მოხდა. სახლი ოთხ სტუდენტ ბიჭს ჰქონდა ნაქირავები. სტუდენტები ამჟამად პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
აფეთქების შედეგად სახლი სრულიად დაინგრა, მეზობლად მდებარე იტალიური ეზოს 15-მდე სახლში კი ჩამსხვრეულია მინები.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.