logo_geo
eng_logo
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთნენ
- +

6 ნოემბერი. 2016. 10:27


 

 

 

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის პროექტის პრეზენტაცია და გამოფენა მოაწყო.



ღონისძიებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.



უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საგზაო მოძრაობის ბანერები, სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომანქანები, წარმატებული სპორტსმენების და ეროვნულ არქივში დაცული გასული საუკუნის ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოში გაცემული პირველი მართვის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა თემატური საარქივო მასალა.



შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და საგზაო წესების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.



მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner