ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება პენტაგონმა დაადასტურა.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით, ავიადარტყმის შედეგად დაღუპულია ფარუქ ალ-ქატანი, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ავიადარტყმა 23 ოქტომბერს, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარში განხორციელდა. ლიკვიდირებული „ბოევიკი" „ალ-ქაიდას" ადგილობრივი ფილიალის ლიდერი იყო.