logo_geo
eng_logo
„ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება პენტაგონმა დაადასტურა
- +

6 ნოემბერი. 2016. 10:39


 




ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება პენტაგონმა დაადასტურა.



პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით, ავიადარტყმის შედეგად დაღუპულია ფარუქ ალ-ქატანი, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.



ავიადარტყმა 23 ოქტომბერს, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარში განხორციელდა. ლიკვიდირებული „ბოევიკი" „ალ-ქაიდას" ადგილობრივი ფილიალის ლიდერი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner