logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქი 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს
- +

6 ნოემბერი. 2016. 10:42


 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს.



როგორც „ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებები ემთხვევა გიორგობას, უწმინდესი მოსკოვში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიბრძანდება, სადაც მრევლი იკრიბება.



იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს.

 

ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით", - განაცხადა მეუფემ.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18 ნოემბერს გაემგზავრება, სადაც 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner