სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 6 ნოემბერს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ვარდების მოედანზე ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის გამო დედაქალაქში 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ვარდების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის მწარმოებელი 45 ადგილობრივი კომპანიის პროდუქცია.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და თაფლის ნაირსახეობებიც.
დასწრება თავისუფალია!