დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. სასამართლო სხდომა დახურული იქნება, რადგან ერთერთი ბრალდებული არასრულწლოვანია. დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალდების მხარე ხუთივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას