logo_geo
eng_logo
კატასტროფის ადგილას ნაპოვნია ერთ-ერთი „შავი ყუთი“ - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება
- +

19 მარტი. 2016. 13:19


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ქალაქ დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალისტები სამ ძირითად სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა.



რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელის ევგენი მოსკვიჩევის განცხადებით, კატასტროფა, დიდი ალბათობით, უამინდობამ გამოიწვია.



გავრცელებული ცნობით, კატასტროფის ადგილას ნაპოვნია ერთ-ერთი „შავი ყუთიც".



ავიაკატასტროფა დონის როსტოვში წუხელ მოხდა, შედეგად ბორტზე მყოფი 62 ადამიანი დაიღუპა, აქედან 55 მგზავრია, დანარჩენი ეკიპაჟის წევრები, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner