რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ქალაქ დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალისტები სამ ძირითად სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელის ევგენი მოსკვიჩევის განცხადებით, კატასტროფა, დიდი ალბათობით, უამინდობამ გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, კატასტროფის ადგილას ნაპოვნია ერთ-ერთი „შავი ყუთიც".
ავიაკატასტროფა დონის როსტოვში წუხელ მოხდა, შედეგად ბორტზე მყოფი 62 ადამიანი დაიღუპა, აქედან 55 მგზავრია, დანარჩენი ეკიპაჟის წევრები, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.