ტელეკომპანია ABC-მ და გამოცემა Washington Post-მა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს, შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს.
პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ამერიკელების 48 პროცენტი უჭერს მხარს, რაც მისი მოწინააღმდეგის მხარდამჭერთა რაოდენობას 5%-ით აღემატება.
წინა შედეგების მიხედვით თანაფარდობა შესაბამისად 47:44 იყო.