BNO News თვითმხილველებზე და ადგილოვრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღეს თურქეთში ათათურქის აეროპორტთან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციამ აეროპორტის მისასვლელი გზები გადაკეტა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ გვიან ღამით, აეროპორტის შენობასთან რამდენჯერმე გაისროლეს. მათთვის უცნობია, არიან თუ არა დაჭრილები და დაღუპულები.
ამასთან, სააგენტო როიტერი იუწყება, რომ ცეცხლი პოლიციელებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც მოტოციკლით მოძრავი უცნობი პირები არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას გაჩერებულიყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილის შესახებ.