logo_geo
eng_logo
ერაყის პრემიერ-მინისტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს სიცოცხლის სანაცვლოდ დანებებისკენ მოუწოდა
- +

6 ნოემბერი. 2016. 14:04


 




ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ დანებებისკენ მოუწოდა.


მან იმ ადამიანებსაც მიმართა, რომლებიც მოსულში ექსტრემისტების ტყვეობაში იმყოფებიან და გათავისუფლებას დაჰპირდა.


პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მოსულზე შეტევითი ოპერაცია იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ამას ელოდნენ. ისინი ტერიტორიას აქტიურად ნაღმავენ და სახელისუფლებო ძალების გადაადგილებას აფერხებენ.


მიმდინარე კვირას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ მოსული დატოვა.


მოსულის გათავისუფლების ოპერაცია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მას ერაყის შეიარაღებული ძალები დასავლეთის ქვეყნების კოალიციასთან ერთად აწარმოებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner