logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ ქართველი ერი დაეცეს
- +

6 ნოემბერი. 2016. 14:06


 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრზანა, რომ მართალია განსაცდელშია მთელი მსოფლიო, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ ქართველი ერი დაეცეს.



ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები და ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით არის შეპყრობილი. მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი წყალობს საქართველოს. მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი", - ბრძანა პატრიარქმა.



უწმინდესის თქმით, ადამიანი უნდა ხედავდეს ადამიანის გაჭირვებას.

 

 

ადამიანი უნდა ხედავდეს გაჭირვებას ადამიანისას, უნდა ხედავდეს მოყვასსა თვისსა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოძმეთა ცხოვრების გაადვილებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner