logo_geo
eng_logo
ერაყში ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
- +

6 ნოემბერი. 2016. 14:49


 


ერაყში, ქალაქ ტიკრიტსა და სამარაში ორი თვითმკვლელის მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.


ტიკრიტში, რომელიც დედაქალაქ ბაღდადიდან 160 კილომეტრში მდებარეობს, თვითმკვლელმა სასწრაფო დახმარების მანქანა ააფეთქა. სამართალდამცველების ცნობით, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.


სამარაში ტერორისტის ქმედება შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტების გააქტიურებას ერაყში სახელისუფლებო ძალების მიერ მოსულისთვის წარმოებულ ოპერაციებს უკავშირებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner