logo_geo
eng_logo
თბილისში ყველის ფესტივალი მიმდინარეობს
- +

6 ნოემბერი. 2016. 15:34



თბილისში, ვარდების მოედანზე ქართული ყველის ფესტივალი მიმდინარეობს. წარმოდგენილია ყველის მწარმოებელი ათობით ადგილობრივი კომპანიის პროდუქცია. ასევე ქართული ღვინისა და თაფლის ნაირსახეობები. ფესტივალი დაახლოებით ერთი საათის წინ გაიხსნა.


ფესტივალი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად დედაქალაქის მერმა გახსნა. დავით ნარმანიაგანცხადებით, თბილისის მერია ხელს უწყობს ყველის პოპულარიზაციას.



ყველა სახეობის ყველია წამოდგენილი რომ მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს,"- აცხადებს დავითნარმანია.



ფესტივალი ვარდების მოედანზე მიმდინარეობს და ადგილზე 60-მდე ყველის სახეობაა წარმოდგენილი.


ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელიც ესწრება. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.



არაჩვეულებრივი გამოფენაა. მე მიყვარს ყველი აქაურობა ჩემთვის სამოთხეა. ვფიქრობ მსგავსი ღონისძიებები საქართველოს კარგად წარმოაჩენს,"- განაცხადა იან კელიმ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner